Wednesday, 30 March 2016

გარემოს დაცვა

     ადამიანი ბუნების ნაწილია.მას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მიწასთან,წყალთან,ჰაერთან და სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან.
     მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს ბუნების გამოყენება გაუადვილა.ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად უფრო აქტიური და მაშტაბური ხდებოდა ადამიანის საქმნიანობაც.თუმცა,ჩვენი პლანეტის რესურსები მუდმივი არაა.ამიტომ საჭიროა მათი გონივრული გამოყენება და განახლება.
      ბუნების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ არ გამოვიყენოთ მისი სიმდიდრე.მთავარია,ფავუფრთხილდეთ მათ.
    ბუნების დასაცავად ბუნებრივი პირობების შენარჩუნების ,აღდგენისა და გაუმჯობესების მიზნით ადამიანები დაცულ ტერიტორიებს ქმნიან,რაც გულისხმობს ნაკრძალებს, ეროვნეულ პარკებს, რეზერვატებს,აღკვეთილებს და ა.შ.
    მსოფლიოში ბუნების დაცვის მიზნით მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაა შექმნილი.არსებობს ე.წ. "წითელი წიგნი". სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს კანონი ბუნების დაცვის შესახებ ........
        2007წლის მონაცემებით, მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი ობიექტების რაოდენობა,რომელსაც იუნესკოს სპეციალური კონვენცია იცავს, 850-ს აჭარბებს. მათ შორის 660 კულტურული ობიექტია, 166-ბუნებრივი,25კი- შერეული ტიპის.ეს ობიექტები მსოფლიოს 144ქვეყნის ტერიტორიაზეა განლაგებული. საქართველოდან ამ სიაში სამი ობიექტია შესული:ზემო სვანეთი, გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი,მცხეთის ისტორიული მონუმენტები.       

დაბინძურებული გარემო

სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს სანატრელი გაგვიხდეს... აი, მაშინ კი ყველა ირწმუნებს იმ შემზარავ სიმართლეს, რასაც XX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული გვეუბნებიან მსოფლიოს ეკოლოგები - გარემოს დაცვა არის და იქნება  უპირველესი პრობლემა დედამიწისთვის.

რადგან ჯანსაღი გარემოს გარეშე აღარც პოლიტიკას ექნება აზრი და აღარც კულტურას, ადამიანი სიცოცხლის გაქრობის საშიშროების პირისპირ დარჩება... მართალია, რასაც ახლა ვამბობთ, ცოტა დაუჯერებელია, მართალია, იმისი წარმოდგენა რეალობაში, რაც ადრე მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში გვაქვს ნანახი, ცოტა გვეძნელება, მაგრამ მართლაც არსებობს საფრთხე, რომ ადამიანმა ცივილიზაციის კვალდაკვალ გაჩენილ გარემოს დაბინძურებას ვერაფერი უშველოს და კატასტროფამდე მივიდეს. 

ფაქტია, სამყარო ჩვენს გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... პოლიეთილენის პარკები ლამის ჩვენი ყოველი ხისა და ბუჩქის მუდმივი მოსართავია... ადამიანები დაუნდობლად ჩეხენ ნარგავებს - ზოგს მშენებლობის გამო, ზოგსაც იმიტომ, რომ გადაამუშაონ და თუნდაც ქაღალდით მოამარაგონ საზოგადოება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო...დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.

დავიცვათ სისუფთავე და გადავარჩინოთ ბუნება