ადამიანი ბუნების ნაწილია.მას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მიწასთან,წყალთან,ჰაერთან და სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან.
მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს ბუნების გამოყენება გაუადვილა.ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად უფრო აქტიური და მაშტაბური ხდებოდა ადამიანის საქმნიანობაც.თუმცა,ჩვენი პლანეტის რესურსები მუდმივი არაა.ამიტომ საჭიროა მათი გონივრული გამოყენება და განახლება.
ბუნების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ არ გამოვიყენოთ მისი სიმდიდრე.მთავარია,ფავუფრთხილდეთ მათ.
ბუნების დასაცავად ბუნებრივი პირობების შენარჩუნების ,აღდგენისა და გაუმჯობესების მიზნით ადამიანები დაცულ ტერიტორიებს ქმნიან,რაც გულისხმობს ნაკრძალებს, ეროვნეულ პარკებს, რეზერვატებს,აღკვეთილებს და ა.შ.
მსოფლიოში ბუნების დაცვის მიზნით მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაა შექმნილი.არსებობს ე.წ. "წითელი წიგნი". სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს კანონი ბუნების დაცვის შესახებ ........
2007წლის მონაცემებით, მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი ობიექტების რაოდენობა,რომელსაც იუნესკოს სპეციალური კონვენცია იცავს, 850-ს აჭარბებს. მათ შორის 660 კულტურული ობიექტია, 166-ბუნებრივი,25კი- შერეული ტიპის.ეს ობიექტები მსოფლიოს 144ქვეყნის ტერიტორიაზეა განლაგებული. საქართველოდან ამ სიაში სამი ობიექტია შესული:ზემო სვანეთი, გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი,მცხეთის ისტორიული მონუმენტები.
No comments:
Post a Comment