რადგან ჯანსაღი გარემოს გარეშე აღარც პოლიტიკას ექნება აზრი და აღარც კულტურას, ადამიანი სიცოცხლის გაქრობის საშიშროების პირისპირ დარჩება... მართალია, რასაც ახლა ვამბობთ, ცოტა დაუჯერებელია, მართალია, იმისი წარმოდგენა რეალობაში, რაც ადრე მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში გვაქვს ნანახი, ცოტა გვეძნელება, მაგრამ მართლაც არსებობს საფრთხე, რომ ადამიანმა ცივილიზაციის კვალდაკვალ გაჩენილ გარემოს დაბინძურებას ვერაფერი უშველოს და კატასტროფამდე მივიდეს.
ფაქტია, სამყარო ჩვენს გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... პოლიეთილენის პარკები ლამის ჩვენი ყოველი ხისა და ბუჩქის მუდმივი მოსართავია... ადამიანები დაუნდობლად ჩეხენ ნარგავებს - ზოგს მშენებლობის გამო, ზოგსაც იმიტომ, რომ გადაამუშაონ და თუნდაც ქაღალდით მოამარაგონ საზოგადოება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო...დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც.
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
No comments:
Post a Comment